მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია, ამას რამე კითხვა უნდა? - მეუფე იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ირაკლი ღარიბაშვილს ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) გაკეთებულ განცხადებებს უწონებს და ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში მამა სულ მამაკაცი და დედა სულ ქალბატონი იქნება.
ჩვენ ხომ არ ვამბობთ იმას, რომ ვინმე უნდა ვჩაგროთ ხომ? მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია ამას რამე კითხვა უნდა? ჩვენს ქვეყანაში მასეა და მასეც იქნება. - თქვა მეუფე იაკობმა ამბიონიდან ქადაგებისას.
ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონფერენციაზე თქვა, რომ ის უმრავლესობის პრემიერია და სწორედ უმრავლესობის უფლებებს იცავს.
მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია" - თქვა ღარიბაშვილმა.