ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა, ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია საქართველო, ველით რეფორმებს - ჰერჩინსკი

06.05.23 13:30
ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა, ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია საქართველო, ველით რეფორმებს - ჰერჩინსკი

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. ველით რეფორმებს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უკვე მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული მოვლენა იყო.

„დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმა თავისუფალმა ერებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ძალისხმევა და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამჟამად ჩვენ გვყავს 27 წევრი ქვეყანა და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში",-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

"ევროპის დღის" აღსანიშნავი ღონისძიება "ექსპო ჯორჯიაში" იმართება.