ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი - მინისტრი დმანისის დაპირისპირებაზე

17.05.21 16:58
 ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი - მინისტრი დმანისის დაპირისპირებაზე

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან არ უარჰყო, რომ დმანისში ვითარების დაძაბვის დროს საკმარისი საპოლიციო ძალები არ იყო. 

"ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად. ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად"- თქვა შს მინისტრმა. 

მისივე თქმით, ვერ მოხდა დიდი მასის კონტროლი: 

გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია. მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დამატებითი ძალები შევიყვანეთ დმანისში", - განაცხადა გომელაურმა. 

მსგავსი სიახლეები