სტატუსის მინიჭება სიმბოლური აქტია, მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ - ღარიბაშვილი

06.05.23 15:04
სტატუსის მინიჭება სიმბოლური აქტია, მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურს უწოდებს. ევროპის დღეებზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტრატეგიულ პარტნიორებს ფაქტოვბრივად ვაჭრობა დაუწყო. გაიმეორა ის რაც უნგრეთში უკვე თქვაა. ღარიბაშვილი დღეს ისევ ტრადიციების სახელით ლაპარაკობდა და პარტიორებს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

„მე მჯერა,რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს, და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.