მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, რათა ქართველ ხალხმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს - კალაძე
კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.
თბილისის მერის თქმით, ქართველმა ხალხმა თავი დაჩაგრულად და იმედგაცურებულად რომ არ იგრძნოს, ევროკავშირმა დამსახურებულად უნდა მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად" .- განაცხადა კალაძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.