"ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია" - აბაშიძის რეჟიმის დასრულების წლისთავი ქობულეთში ჩოლოქის ხიდთან აღინიშნა

06.05.23 16:19
"ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია" - აბაშიძის რეჟიმის დასრულების წლისთავი ქობულეთში ჩოლოქის ხიდთან აღინიშნა

"ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია" - ამ ისტორიული სიტყვის წარმოთქმიდან დღეს 19 წელი გავიდა. აბაშიძის რეჟიმის დასრულების წლისთავი დღეს ქობულეთში ჩოლოქის ხიდთან აღნიშნება. ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ჩავიდნენ და აქცია პერფორმანსი გამართეს.

2004 წელს ცენტრალური ხელისუფლებისგან თავისუფლების დაცვის მოტივით აჭარაში შესასვლელი ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს.