არის თუ არა EU-ს სტატუსი სიმბოლური? - რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე

06.05.23 17:28
არის თუ არა EU-ს სტატუსი სიმბოლური? - რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე

მმართველი პარტიის წევრებს უხერხულობას ოდნავადაც არ უქმნით ფაქტი, რომ მთავრობის მეთაური ევროკაშირის ელჩის თანდასწრებით კანდიდატის სტატუსს სიმბოლურს უწოდებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ამ ყველაფერში სიმბოლური არაა, ეს არის საბოლოო შედეგი.

„ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრობა. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერში სიმბოლური არაა, ეს არის საბოლოო შედეგი, რაც თვალსაწიერიდან არ უნდა დავკარგოთ. გზა არის მნიშვნელოვანი, ვერავინ გადაახტება იმ შუალედურ პუნქტებს, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, მაგრამ საბოლოო მიზანი არ უნდა დავკარგოთ თვალსაწიერიდან. არ გვინდა ისეთი მდგომარეობაში ვიყოთ, როგორც ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც კანდიდატი იყო ან არის დღემდე ათწლეულების განმავლობაში და შედეგი არ დგება. ამიტომ ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებთ". - განაცხადა პაპუაშვილმა.