"შავების" საძმოს ბოსი საქართველოში დაბრუნდა - რა კავშირი აქვს "კალატოზას" ახალგაზრდა კაცის ჩაცხრილვასთან?
15 წლის წინ, ქვეყნიდან გაქცეული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, "კალატოზა" თბილისში დაბრუნდა - ფაქტს "შაბათის ეთერთან" დავით ქარსელაძის ძმა ადასტურებს.
"შაბათის ეთერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის სახელსაც, მიკროავტობუსების მძღოლების რეკეტი და ჯიბის ქურდების მფარველობა უკავშირდებოდა, ოთხშაბათს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ჩაცხრილვის საქმეში ფიგურირებს. საუბარია, დამირ კირცხალიაზე, რომელსაც სახლის წინ, შავი ჯიპიდან ესროლეს. ერთ-ერთი ვერსით, შეიარაღებული თავდასხმის უკან "კალატოზა" დგას, რომელსაც დამირ კირცხალიასთან დაპირისპირება თვეებია, ფულის გამო აქვს.
უფრო კონკრეტულად, 2000 -იანების დასაწყისში საქართველოდან გაქცეული "კალატოზა" შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაბრუნების შემდეგ, გარდაბანში დიდი ბიზნესების მფლობელი, გავლენიან ქართველ ქურდთან, აკაკი ტუღუშთან „ენცო ბათუმსკისთან“ ერთად გახდა, თუმცა ამ ბიზნესიდან მიღებული ფული ერთ-ერთი ვერსიით, ორ ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტს" შორის განხეთქილების მოტივი ცოტახნის გახდა.
"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „კალატოზას“ ეჭვი ჰქონდა, რომ „ენცო"-ს დაჯგუფება ფულს ჰპარავდა. ამ ჯგუფში შედიოდა კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ორი მაკონტროლებელი - დამირ კირცხალია და გიორგი მარსაგიშივლი - იგივე "ტარაკანა".
როგორც "ტვ პირველს" უყვებიან, "კალატოზამ" ფულის ამბის გარჩევა ქურდულ შეკრებაზე გადაწყვიტა და თურქეთში გავლენიან "კანონიერ ქურდს", რამაზ ჯინჭარაძეს მიმართა. "შაბათს ეთერს" წყარო უყვება, რომ ე.წ. ქურდული გარჩევის დროს -„კალატოზამ“ საკუთარი სიტყვები ვერ დაამტკიცა, ამიტომ ჯინჭარაძემ მას სავაჭრო ობიექტიდან ჩამოშორების ვერდიქტი გამოუტანა.
ერთ-ერთი ვერსიით, ფიროსმანის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის ორი სერიაც სწორედ ე.წ. ქურდული ვერდიქტის გამო მოხდა. “ენცოს“ დაჯგუფებამ რომელიც გაამართლეს, „კალატოზას“ ქმედება "არაქურდულად" მიიჩნია და მასზე შურისძიება გადაწყვიტა.
პირველი გარჩევა საბჭოს მოედანზე მოხდა, სადაც დემირ კრიცხალიამ და კრიმინალურმა ავტორიტეტმა „ტარაკანმ“ „კალატოზას“ გარემოცვა სასტიკად ცემა. ამ დაპირისპირებისთვუს კი ორ დღეში სამაგიერო გადაუხადეს და დემირ კირცხალიას შვილი სცმეს. კუკური კირცხალიას თავს „კალატოზას“ დაჯგუფება დაესხა. მას დაიზიანებები საბჭოს მოედანზე მამის დაჭრამდე 3 დღით ადრე მიაყენეს.
ახლა "შავ სამყაროში" დიდი განხეთქილებაა - "ქურდული სამყარო" „ენცო ბათუმსკის „ ე.წ. აბაროტის მოლოდინშია. თავად „კალაზტოზა „კი გაუჩინარებულია, ის სოფელ გამარჯვებაში, სადაც ღორების ფერმას ფლობს, დამინ კვარცხელიას დაჭრის შემდეგ აღარ უნახავთ!
კრიმინალური გარჩევები თბილისში - ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი