დმანისში საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული - სუბარი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი პირობას დებს რომ დმანისში "საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული".
მისი თქმით, დაპირისპირებული მხარე არ არსებობს:
ადამიანებთან მიდის მუშაობა. საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. უკვე გვქონდა რაღაც ტიპის შეხვედრები და ვაგრძელებთ შეხვედრებს", - განაცხადა სუბარმა.