ღარიბაშვილის მამამ მუშას მორჩენილი სამშენებლო მასალა არ მისცა? - რატომ შეაჯახა 32 წლის კაცმა კამაზი პრემიერის ეზოს

06.05.23 21:22
ღარიბაშვილის მამამ მუშას მორჩენილი სამშენებლო მასალა არ მისცა? - რატომ შეაჯახა 32 წლის კაცმა კამაზი პრემიერის ეზოს

"მე ვთვლი, რომ რაც გავაკეთე, სწორად გვაკეთე. მე ჩემი საქმე გავაკეთე და გამოვაფხიზლე ეს ხალხი. თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ხალხს და არა კლანს და ღარიბაშვილებს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის კაცს, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის სახლს კამაზი შეაჯახა. 

ირკვევა, რომ  გიორგი გოჩიტაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა დაიქირავა დას ძმასთან ერთად ეზოს არემონტებინებდა. 

შაბათის ეთერმა დაადგინა რომ გიორგი გოჩიტაშვილი ტარიელ ღარიბაშვილის მუშა იყო და პრემიერის მამას ის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებზე ჰყავდა დასაქმებული.

რა მოხდა ისეთი, რის გამოც, ახალგაზრდა კაცმა შურისძიება განიზრახა და ნათხოვარი კამაზით ღარიბაშვილების გალავანს შეეჯახა? დედოფლისწყაროში არსებობს ვერსია, რომ მუშამ, რომელიც პრემიერის მამულებში მშენებლობაზე იყო დასაქმებული, ირაკლი ღარიბაშვილის მამას მორჩენილი სამშენებლო მასალები სთხოვა, რადგან თავად, ცოლთან და 6 თვის ჩვილთან ერთად, ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს.  ამ ვერსიის თანახმად, გოჩიტაშვილს სახლის შეკეთება უნდოდა და კონფლიქტიც ამას მოჰყვა.