მანანა არჩვაძეს დედობის უფლებას ართმევენ

06.05.23 20:53
მანანა არჩვაძეს დედობის უფლებას ართმევენ

მანანა არჩვაძე პირველი პრეზიდენტის ვაჟების დედა აღარ იქნება - გიორგი  გამსახურდიამ შვილების სახელით  დედაზე უარის თქმის სასამართლო პროცესი დაიწყო.  

მანანა არჩვაძის წინააღმდეგ, სასამართლოში მტკიცებულების მთელი დასტა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის პირველი პრეზიდენტის, პირველი ვაჟის წიგნში მოყვანილი ფაქტები, სადაც კონსტანტინე გამსახურდია აღწერს, როგორ ძალადობდა შვილებზე  პირველი ლედი. 

მანანა არჩვაძის ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადვოკატი გიორგი ლილუაშვილი დაიცავს. მან უნდა დაუმტკიცოს მოსამართლეს, რომ დედა დედაა და შვილს მასზე უარის თქმა არ შეუძლია. მისი თქმით, ყოფილი პირველი ლედი შეთქმულების მსხვერპლია. კონკრეტული პირები კი მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ. 

შვილების სარჩელს მანანა არჩვაძე პროკურატურაში საჩივრით შეეგება. პრეზიდენტის ქვრივი, უფროს ვაჟს ცოტნეს მისი კუთვნილი ქონების თაღლითური გზით დაუფლებაში ადანაშაულებს. დავის მიზეზი კოლხური კოშკის წინ მდებარე, მიწის ნაკვეთია. 

2013 წლიდან ეს ადგილი ცოტნე გამსახურდიას საკუთრება იყო, თუმცა ამ სახელოსნოს ადგილზე მალე მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება, რადგან ტერიტორია უკვე გაყიდულია.

ახალი მესაკუთრე ლევან მგალობლიშვილია. "ქართული ოცნების" დეპუტატს მიწის ნაკვეთი ცოტნე გამსახურდიას მეურვემ მიყიდა, რადგან პაციენტს მკურნალობა საზღვარგარეთ სჭირდება. მანანა არჩვაძე ახლა ამ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს. 

 პირველი პრეზიდენტის შვილები სასამართლოს მიმართავენ - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი