გაყალბებული საბუთები - როგორ დაეუფლა ფრიდონ ინჯია სახელმწიფო მიწებს

06.05.23 22:00
გაყალბებული საბუთები - როგორ დაეუფლა ფრიდონ ინჯია სახელმწიფო მიწებს

მარტვილის პოლიციის ყოფილი შენობა პრორუსი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას საკუთრებაა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქონება სახელმწიფოსგან აუქციონზე,  2017 წლის 23 აგვისტოს 156 ათას 200 ლარად შეიძინა. დეპუტატს 1541 კვადრატული მეტრი მიწა და სამ სართულიანი შენობა გადაეცა, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები რომელიც ადასტურებს, რომ ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უფასოდ ხელში ჩაგდების ოპერაცია დაიწყო. 

2017  წლის 20 სექტემბერს, ანუ აუქციონზე პოლიციის შენობის ყიდვიდან, ერთ თვეში, ფრიდონ ინჯიას მარტვილის მერიის მიწის აღიარების კომისია აძლევს ცნობას, რომ თითქოს პოლიციის შენობასთან 754 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ინჯია წლებია იყენებს, რაც ტყუილია, იმიტომ რომ ინჯიას ეს ფართი სულ რაღაც 27 დღის ნაყიდი ჰქონდა. ამ ცნობით მეორე დღესვე, პრორუსი დეპუტატი საჯარო რეესტრში მიდის და მარტვილელების კუთვნილი ქონების საკუთრებაში გადაფორმებას ითხოვს.   რეესტრი ინჯიას მოთხოვნას აკმაყოფილებს და 754 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პრორუს დეპუტატის სახელზე ფორმდება. 

წყარო მარტვილიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მართვის მერიის მიწის აღიარების კომისიის  თანამშრომელმა, გოჩა ხურცილავამ ფრიდონ ინჯიას  ყალბი საბუთები პირადი ანგარების მოტივით დაუმზადა. ამის შემდეგ ინჯიამ კვალის წაშლა დაიწყო  და უკანონოდ გადაფორმებული ხალხის კუთვნილი დამიტირია, აუქციონზე ნაყიდ მიწასთან გააერთიანა, ასე აღმოჩნდა ის მარტვილის ცენტრში სახელმწიფოსგან ნაყიდი 1500 კვადრატული მეტრი ტერიტორიის ნაცვლად 2200-ის მფლობელი.

გაყალბებული საბუთით მიწის გადაფორმების ამბავი ინჯიას გაუსკდა, ამიტომ იძულებითი გახდა, ქონება უკან სახელმწიფოსთვის შვიდ თვეში დაებრუნებინა.  

მაშინ სახელმწიფოს კუთვნილი ფართის ყალბი ცნობით დაკანონების ბრალდებით, გოჩა ხურცილავა გაასამართლეს, სამსახურიდან დაითხოვეს და პირობითი მისცეს. 

"შაბათის ეთერისთვის" წყარიოს ინფორმაციით, 2017 წლის ქეისი არ არის ერთადერთი, სადაც დეპუტატმა საეჭვო გარიგებებით, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიები მიისაკუთრა, თუმცა პრორუსი დეპუტატი საგამოძიებო სტრუქტურებს არცერთხელ დაუკითხავთ, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი საკუთარ ღავზე ფრიდონ ინჯიას მოურავმა ვასილ ბართიამ აიღო. 

 რა ამბები გაუსკდა და რას მალავს პრორუსი დეპუტატი? - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი