ფრიდონ ინჯია 186 000 ევროდ ნაყიდ ვერტმფრენით თავად იფრენს - დეპუტატმა ლიცენზია უკვე მოიპოვა
ფრიდონ ინჯიამ გასულ წელს 186 075 ევროდ ვერტმფრენი იყიდა - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი შენაძენით თავად იფრენს. დეპუტატმა შესაბამისი ლიცენზია უკვე მოიპოვა.
წყარო, "შაბათის ეთერს" ეუვნება, რომ ორკაციანი ვერტმფრენი საქართველოში 2 კვირაში ჩამოვა.
ეს ინჯიას ერთადერთი მსხვილი შენაძენი არ არის. დეპუტატმა 68 710 ლარად ავტომობილი LEXUS GX470 იყიდა.