თბილისის ქუჩებს რუსული ტექნიკით რეცხავენ - მერიამ ხელშეკრულება სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმა

07.05.23 11:52
თბილისის ქუჩებს რუსული ტექნიკით  რეცხავენ - მერიამ ხელშეკრულება სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმა

თბილისის ქუჩებს  რუსული ტექნიკით  რეცხავენ. დედაქალაქის მერიას სანქცირებულ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმებაში "ფლანგვის დეტექტორი" ამხელს. 

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ "თბილსერვის  ჯგუფმა"  4 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა კომპანიასთან, რომელიც დიდი ხანია შავ სიაშია. კახი კალაძის უწყებამ ქუჩების მოსარეცხად კომპანია "კამაზისგან" წყლის მზიდი ჩარჩოები იყიდა.

აღმოჩნდა, რომ ახალი ტექნიკა, რომელსაც კახა კალძე გულისხმობდა, არის რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი კომპანიისგან შეძენილი რუსული წარმოების „კამაზის“ ავტომობილების, საუბარი ათ ერთეულზე. ამაში 4 მლნ 400 ათასი გადაიხადა  თბილისის მერიამ და ისინი უკვე მარტის და აპრილის თვეში მერიას მიეწოდა. აღმოვაჩინეთ, რომ კომპანია, რომელსაც შემოაქვს ეს ავტომობილები და თავად ეს „კამაზის“ წარმოების ავტომობილები, უკვე დიდი ხანია სანქცირებულია აშშ-ს, კანადის, ბრიტანეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მიერ, -ამბობს მკვლევარი დავით მჟავანაძე.

თბილისის მერიაში აბობენ, რომ კერძო კომპანიას ვერ იუთითებენ საიდან შეიძნოს კონკრეტული ტექნიკა. ამის მიუხედავად შესყიდვების კანონის მე-7 მუხლში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა შეიძლება შეჩერდეს ხელშეკრულების დადებამე თუ ის აუცილებელი გახდება წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით.