2024 წლის არჩევნებისთვის მკვლევარები ოპოზიციას გაერთიანებას ურჩევენ - რას ამბობენ პარტიებში

07.05.23 13:30
2024 წლის არჩევნებისთვის მკვლევარები ოპოზიციას გაერთიანებას ურჩევენ - რას ამბობენ პარტიებში

რამდენ პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება 2024 წლის არჩევნები? - მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ  თუ მმართველი პარტია ზღვარს არ დაწევს, საკანონმდებლო ორგანოში მცირე პოლიტიკური გაერთიანებები ვერ მოხვდებიან. სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ სახელისუფლებო პარტიას ოპოზიციამ გაერთიანებული ძალები უნდა დაუპისპიროს. წარმატების შანსებს უწინასწარმეტყველებენ მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პოლიტიკურ  ერთობას, მაგრამ ალიანსი არცერერთს უნდა და არც მეორეს.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ პასუხები ჯერ მის მიმართ არსებულ კითხვებს უნდა გასცეს. 

საერთოდ, სანამ რაიმე ღირებულებით თანხვედრაზე ვისაუბრებთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ მის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი კითხვები და გახარიას მხრიდან და არც მისი პარტიის მხრიდან არ გადადგმულა ჯერჯერობით საკმარისი ნაბიჯები იმისთვის, რომ აი, ამ წითელი ხაზების დაახლოება მომხდარიყოს, არ გადადგმულა ნაბიჯები იმისთის, რომ კითხვებს გაეცეს პასუხი, რომელიც დაკავშირებულია როგორც 20 ივნისთან, ისე ანაკლიის პროექტთან მის როლთან დაკავშირებით და მთელ რიგ შეკითხვებთან, რომელიც როგორც წარსულში არსებობდა, ისე დღემე არსებობს, ამიტომ ძალიან ნაადრევი და უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ ახლა ჩვენ უნდა დავსხვდეთ და რაიმე მექანიკური ერთობა შევთავაზოთ საზოგადოებას. „ლელოს“ მთელი ძალისხმევა მიმართულია ახლა იქითკენ, რომ 2024 წლისთვის მოვახერხოთ და უკეთესად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი, - ამბობს ბუაძე.

გიორგი გახარიას პარტიას კი მიაჩნია, რომ 5 %-იანი ბარიერის გადალახვას დამოუკიდებლად შეძლებენ.

 
ჩვენ ამ გაერთიანებას არ განვიხილავთ, იმიტომ, რომ ვაპირებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ გადავლახავთ ამ არა მხოლოდ 5 %-იან ბარიერს, არამედ ჩვენი მიზანია ისეთი რაოდენობით პარლამენტშ მოსვლა, რომ დამოუკიდებლად „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ არ მივცეთ საშუალება. „ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება, რომ თავის ჭუაზე მარტოს ქვეყანა და „ნაცმოძრაობას“ არ მივცეთ საშალება, რომ რევანში განახორციელოს. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი მიზანია, ვეღარავინ ვეღარ შეძლოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ქვეყანა თავის ჭკუაზე ატრიალოს წაღმა-უკუღმა,  - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. 

"ქართულ ოცნებაში" კი მიაჩნიათ, რომ სახელისუფლებო გუნდის დამარცხების მიზნით გაერთაინეაბ არასწორია. 

არ შეიძლება განსხვავებული, ეკლექტური პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთთან ერთიანებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს დესტაბილიზაციას უკეთესა მოახერხებენ ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე. სახელმწიფოზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. გაერთიანების მიზანიც, რასაკვირველია, არჩევნების წინ ყველა პროგრამით უნდა იყოს წარმოდგენილი და არა ქვეყნის ნგრევის გეგმით, - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.