"კოალიციური ერთობა წარმატების შანსია" - ხიდაშელის რეკომენდაცია ოპოზიციას
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ოპოზიციას ურჩევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალები გააერთიანონ. ხიდაშელი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. ამასთან, ის ორ ოპოზიციურ პარტიას აღნიშნავს, საუბარია პარტია "საქართელოსვის" და "ლელოზე".
საქართველოში არის კონკრეტული რეალობა, რომელიც გვკარნახობს, რომ ეს კოალიციური პროექტი უნდა შედგეს არჩევნებამდე, ვინაიდან არსებობს საფრთხე, ალბათობა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. წარმატების ყველაზე დიდი შანსი და ამ პროცესის სწრაფად დაძვრის შანსი გვაქვს იმ შემთხვევაში თუ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე ოპოზიციურ დემოკრატიული ოპოზიციის ფლანგზე „ლელ - საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და სწორედ ასეთ კოალიციური ერთობაზე შეთანხმებას. კი „ლელო“ ტიპიური, სტანარტული ამომრჩევლის პლატფორმაა დღეს საქართველოში, პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პარტიას ,აქვს იმის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ამომრჩეველი, - ამბობს ხიდაშელი.