როგორ უნდა დაამარცხოს ოპოზიციამ "ოცნება"?- შედგება თუ არა გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ალიანსი?

07.05.23 20:12
როგორ უნდა დაამარცხოს ოპოზიციამ "ოცნება"?- შედგება თუ არა გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ალიანსი?

რა გზით უნდა დაამარცხოს ოპოზიციამ "ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებზე? - თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მკვლევარები ფიქრობენ, რომ წარმატება მხოლოდ პოლიტიკური ერთობითაა შესაძლებელი.  დღეს უკვე დასახელდა ორი  პარტია, რომელთა ალიანსაც ბიძინა ივანიშვილის გუნდის შეცვლა შეუძლია. თინა ხიდაშელის თქმით, ერთი "ოცნების" ექსპრემიერი გიორგი გახარიაა, მეორე მამუკა ხაზარაძე. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად ბევრ პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტში შესვლის შანსი არ აქვს.

რას ამბობენ ოპოზიციურ პარტიებში ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.