"უკან გადადგმული ნაბიჯი და იერიში პრეზიდენტზე" - გიორგი სიურიძე ცესკოში ცვლილებებზე
"ლელოს" წევრი და ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიურიძე ცესკოს თავმდჯომარისა და წევრების არჩევის წესის იცვლებას საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. საუბარია "ოცნების" კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ცესკოს თავმდჯომარეს და მის წევრებს აღარ შეარჩევს.
სიურიძის განმარტებით, კანონპროექტი "ოცნებამ" უკვე დააინიცირა და მისი კანონად ქცევის შემთხვევაში, ცესკო თავმდჯომარეს და წევრებს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფაქტს პრეზიდენტის ინსტიტუტზე იერიშად და ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ცესკოს თავმდჯომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება. ხელისუფლება მზადებას იწყებს არჩევნებისთვის და ცენტალურ საარჩევნო კომისიას, ფაქტობრივად, ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს. მე ახლა ხელთ მიპყრია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაანიცირეს მმართველი პარტიის ლიდერებმა, ეს პაკეტი ცპოტა ხანში გავა უკვე პარლამენტის ბიუროზე. ამ პაკეტით ხელისუფლება პროცედურებს ირგებს თავის თავზე, მას უკვე შეეძლება, რომ ცესკოს თავმჯდომარე მარტომ, ყველასთან შეუთანხმებლად აირჩიოს და შესაბამისად, პროცესი წარმართოს ანტიდემოკრატიულად ისე, როგორც მას მოესურვება. თუ ეს პროექტი კანონად იქცევა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი.
ახალი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს ირჩევენ პარლამენტის წევრები უბრალო უმრავლსეობით ანუ ერთპარტიულად და თანაც 5 წლის ვადით. უგულებელყოფილია ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის დასკვნები.
ამავდროულად, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართელოს პრეზიდენტს ერთმვეა კონსტიტუციური პრეროგატივა წარუდგინოს პარლამენტს ცესკოს თავმდჯომარისა და წევრების კანდიდატურები. მის მაგივრად ახლა ცესკოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს პარლამენტის თავმდჯომარე მსგავსად სახალხო დამცველის შემთხვევისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის იერიშეი პრეზიდენტის ისნტიტუტზე, რაც განპირობებულია იმით, ორმ პრეოზიდენტმა ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს, - განაცხადა სიურიძემ.