ეყოლება თუ არა კომიტეტებს ოპოზიციონერი თავმჯდომარე? - პარლამენტი TI ინიციატივის განხილვას იწყებს

08.05.23 11:54
ეყოლება თუ არა კომიტეტებს ოპოზიციონერი თავმჯდომარე? - პარლამენტი TI  ინიციატივის განხილვას იწყებს

ეყოლება თუ არა კომიტეტებს ოპოზიციონერი თავმჯდომარე? - პარლამენტი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინიციატივის განხილვას იწყებს.  ეკა გიგაურის პროექტით, საკანონმდებლო ორგანოში ხუთ კომიტეტს, მათ შორის, საფინანსო - საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს  ოპოზიციონერმა დეპუტატმა უნდა უხელმძღვანელოს,  დანარჩენი სამი კომიტეტი კი ოპოზიციისა და უმრავლესობის შეთანხმებით უნდა დაკომპლექტდეს.  

ოპოზიცია საკითხის მიმართ სკეპტიკურად განწყობილია. ხელისუფლების ოპონენტების ფიქრობენ, რომ "ოცნება" დათმობაზე არ წავა და მათ კომიტეტების თავმჯდომარეობას ჩააბარებს.

არ მგონია, რომ შეასრულოს, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენ საგამოძიებო კომისია არ შეგაქმნევინებს, რომელსაც კონსტიტუცია გვეუბნება, რომ შესაძლებელია და გვაქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება, ამიტომ წამყვან კომიტეტებზე პოზიციების დათმობა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ამას დაინახავს არა პოლარიზაციის დაძლევის მექანიზმს, არამედ დაინახავს, პირველ რიგში, რაღაცა სისუსტედ, ამიტომ ნამდვილად არ მგონია, რომ ეს არის ის ვალდებულება, რომელსაც ქართული ოცნება შეასრულებს,  - ამბოლბს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

პარტია "საქართელოსთის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ "ოცნება" ოპოზიციას იმ ინსტრუმენტებსაც ართმევს, რაც მათ კონსტიტუციით აქვთ გათვალისწინებული. 

მათ არათუ ძალაუფლების გადანაწილება საქართველოს პარლამენტში, არამედ იგივე იმ ინსტრუმენტების გამოყენებაზეც კი უზღუდავენ წვდომას ოპოზიციას, რომელიც კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით აქვთ გათვალისწინებული. მე შეგახსენებთ საგამოძიებო კომისიის თემას სასამართლოზე, საგამოძიებო კომისიის თემას ქოლცენტრების საქმეზე, ამიტომ არანაირი მოლოდინი იმისა, რომ "ქართული ოცნება" შეასრულებს თავის სიტყვას და ამ ცვლილებებს მიიღებს, ბუნებრივია არ გვაქვს" - ბექა ლილუაშვილი.