გახარიასადმი სიმპატიების გამო გამათავისუფლეს - ბათუმის მერიის თანამშრომელს თანამდებობა დაატოვებინეს

17.05.21 19:15
გახარიასადმი სიმპატიების გამო გამათავისუფლეს - ბათუმის მერიის თანამშრომელს თანამდებობა დაატოვებინეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ირაკლი თავდგრიძემ თანამდებობა დატოვა.

თავდგირიძე სამსახურის ხელმძღვანელობას პოლოტიკური ნიშნით დევნაში სდებს ბრალს. მისი განცხადებით მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა არჩილ კონცელიძემ მას  განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, რასაც მის მიერ გახარიასადმი სიმპატიებს უკავშირებს.

"პოლიტიკურად  რადგან კერძო და პირად საუბრებში  გახარიასადმი კეთილგანწყობა ბევრჯერ გამოვხატე" - აღნიშნა თავდგირიძე.

მისივე თქმით, ჯერ  არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა გამორიცხული არ არის რომ გახარიას გუნდს შეუერთეს.

მსგავსი სიახლეები