"ნეგატიურად ვაფასებთ" - ISFED-ის ხელმძღვანელი ცესკოში ცვლილებებზე
ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე მამუკა მდინარაძის ინიციატივას, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრების არჩევაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, ნეგატიურად აფასებს. დოლიძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" საქმეს იმარტივებს, რათა მომავალში ცესკოს თავმჯდომარე საკუთარი ინტერესებით აირჩიოს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ცვლილებების მიზეზი პრეზინდეტსა და მთავორბას შორის არსებული დაპირისპირებაცაა.
ჩვენ ვნახავთ საბოლოოდ, ინიცირებული რა იქნება კანონპროექტი, მაგრამ ის ვერსია, რომელიც მოვისმინე არის, ფაქტობრივად, იმის წინააღმდეგ, ვისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ყველა ერთად ვიბრძოდით. საერთოდ, მოხლოდ უბრალო უმრავლესობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ 5 წლის ვადით აირჩეს ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ნეგატიურად ვაფასებთ ჩვენ. ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი გაუარესება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება ეუთო-ოდირის რეკომენდაციების წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ეს ცვლილებები ახლა არის საჭირო, რომ მმართველ პარტიას არ გაუჭირდეს შემდგომში ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევა და თუკი აქამდე ოპოზიციის მონაწილეობა საჭირო იყო, თუკი აქამდე, მაგალითად, პრეზიდენტის მონაწილეობა საჭირო იყო კომისიის, მათ შორის, წარდგენასთან დაკავშირებით კანდიდატების, ახლა ეს პროცესი გაიმარტივონ. პრეზიდენეტსა და მმართელ პარტიას შორის არსებული დაპირისპირება თუ აზრთა სხვადასხვაობა, რაც ბოლო პერიოდშ შეინიშნება, ალბათ ესეც არის ამ ყველაფრის წინაპირობა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პრეზიდენტის როლი, - ამბობს ნინო დოლიძე.
ქვეყანაში ახალმა პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა. პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის უფლებას ართმევენ. ინიციატივით მამუკა მდინარაძე გამოვიდა.
დღემდე პარლამენტში საარჩევნო ადმინტრაციის შეფის კანდიდატურას ზურაბიშვილი წარადგენდა, ახლა ეს უფლება "ქართული ოცნების" ხელში გადადის.