ცვლილებების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნები ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში გადაწყდება - ლილუაშვილი

08.05.23 13:41
ცვლილებების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნები ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში გადაწყდება - ლილუაშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" ხელისუფლების შესანარჩნებლად არჩევნების გაყალბების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩა. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ცესკოში ცვლლებების შემთხვევაში არჩევნების ბედი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში გადაწყდება.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო შუალედური არჩევნების ზარზეიმით ჩატარების შემდეგ, დადგა მკაფიო მოცემულობის წინაშე, რომ მას არანაირი რესურსი გარდა არჩევნების გაყალბებისა, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, არ აქვს და ამავდროულად, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნების ბედი გადაწყდება ბატონო ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში, - ამბობს ლილუაშვილი. 

ქვეყანაში ახალმა პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა. პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის უფლებას ართმევენ. ინიციატივით მამუკა მდინარაძე გამოვიდა.

დღემდე პარლამენტში საარჩევნო ადმინტრაციის შეფის კანდიდატურას ზურაბიშვილი წარადგენდა,   ახლა ეს უფლება  "ქართული  ოცნების" ხელში გადადის.