"ოცნებას" არჩევნების ტოტალური კონტროლი უნდა - გიორგი ვაშაძე

08.05.23 13:55
"ოცნებას" არჩევნების ტოტალური კონტროლი უნდა - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფიქრობს, რომ ცესკოში  ცვლილებები "ოცნებას" არჩევნების გაყალბებისთვის სჭირდება. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების ტოტალურად გაკონტროლებას ცდილობს.

ამასთან, ვაშაძე პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მან ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარეობის  მიუკერძოებელი კანდიდატის წარდგენა ვერ უზურუნველყო. 

ახლა უნდა, რომ „ქართულ ოცნებას“, ცესკოს თავმდჯომარედ დანიშნონ ვადით უკვე ადამიანი, რომელიც პირდაპირ ხელს მოუწერს სავარაუდო გაყალბებაზე არჩევნების, რომელიც იქნება ტოტალურად მათი კონტროლის ქვეშ და ეს არის მთელი შინაარსი ამ საკანონმდებლო ინიციატივის. შეთანხმება იყო, რომ 90 ხმით უნდა იყოს შერჩეული ცესკოს თავმჯდომარე, რომელსაც აუცილებლად მხარი უნდა დაუჭიროს, მათ შორის, ოპოზიციამაც, რომელიც უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა ვერ უზურნველყო თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი კანდიდატი წარედგინა პარლამენტისთვის აქამდე, რომელსაც ექნებოდა მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა, - თქვა ვაშაძემ. 

ქვეყანაში ახალმა პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა. პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის უფლებას ართმევენ. ინიციატივით მამუკა მდინარაძე გამოვიდა.

დღემდე პარლამენტში საარჩევნო ადმინტრაციის შეფის კანდიდატურას ზურაბიშვილი წარადგენდა,   ახლა ეს უფლება  "ქართული  ოცნების" ხელში გადადის.