"გვაპამპულავებენ" - ლაზარეს მამა სასამართლოს გაურკვეველი ვადით გადადების შემდეგ
"ხალხს გვაპამპულავებენ"- 21 წლის ბიჭის სასამართლოს გაურკვეველი ვადით გადადებას, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის პროტესტო მოჰყვა.
ლაზარეს მამა ამბობს, რომ მმათთვის არავის უთქვამს, რომ დღეს პროცესი არ ჩატარდებოდა:
გვეთამაშებიან, ისიც არ გააფრთხილეს, რომ შეიძლება გადაიდოს ტყუილად არ მოხვიდეთ. არანაირი წესრიგი, ისე იქცევიან, როგორც უნდათ. გვაბრაზებენ, გვაპამპულავებენ არის ესეც, იმიტომ, რომ პროკურორმა თქვა, რომ ჩემთვის არ დაურეკავთო" - აცხადებს ბექა გრიგორიადისი.