ვითარება დმანისში - შსს-ს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს

17.05.21 19:45
ვითარება დმანისში - შსს-ს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს. "პირველების" კორესპოდენტმა გადაიღო კადრები, როგორ გადაადგილდება აღნიშნული ტექნიკა.

დმანისში ამ დროსითვის სიმშვიდეა, თუმცა დაახლოებით ერთი საათის წინ, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. 

მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა, დმანისის შესასვლელთან პოლიციის კორდონი გაარღვია და ერთ-ერთ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. რამდენიმე წუთში კი პოლიციის კორდონთან ავტომობილი გამოჩნდა, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფმა ხელკეტებით დაარბია. 

 

მსგავსი სიახლეები