"ოცნებამ 2024-ის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, მათ მარტივად უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება" - ეკა გიგაური
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - არასამთავრობო სექტორი ქართული ოცნების ინიციატივით გაოგნებულია, რადგან მმართველ პარტიას ცესკოს დაკომპლექტება ერთპიროვნულად და პარტიული კონსენსუსის გარეშე უნდა.
ცნობილია, რომ თუ მდინარაძის მომზადებული დოკუმენტი ძალაში შევა, დასუსტდება პრეზიდენტის როლიც.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური ამბპბს, რომ "ქართული ოცნება" მორიგი ნაბიჯით დისკომფორტისგან თავის არიდებას ცდილობს.
"ქართულმა ოცნებამ დაიწყო 2024-ის არჩევნებისთვის მზადება და მათ უნდათ მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ძალიან მარტივად შეინარჩუნონ ძალაუფლება და დარჩნენ ხელისუფლებაში. ამისთვის რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ სანდო პირი ცესკოს თავმჯდომარის სახით. მცირედი ნაბიჯის გადადგმა, სადაც მათ დასჭირდებათ ვიღაცისგან თანხმობის მიღება, რომელსაც აქამდე იღებდნენ კიდევაც პირდაპირ მინდა ვთქვა, მათ ამ დისკომფორტიც შექმნა არ უნდათ საკუთარი თავებისთვის იმიტომ, რომ არ იციან საბოლოოდ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში, მათ შორის პრეზიდენტთან მიმართებაშიც. 12 რეკომენდაციაში, რომელიც ჩვენ გვთხოვა ევროკავშირმა, რომ შევასრულოთ აქაც ეს პრინციპები არ არის გათვალისწინებული" - ეკა გიგაური.