"ქართული ოცნება ხევს უკრაინის დროშას, ისინი რუსეთის გვერდით დგანან" - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ "ქართული ოცნება უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის გვერდითაა". პოლიტიკოსი, ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევას და დემონსტრაციულად დაწვის ფაქტს გამოეხხმაურა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები პირდაპირ არის წახალისებული "ქართული ოცნების" მხრიდან.
"მთავარი პრობლემა არის, რომ ქართული ოცნება ხევს უკრაინის დროშას საქართველოში გადატანითი, სიმბოლური მნიშვნელობით. ისინი არიან უკრაინის წინააღმდეგ, ისინი არიან რუსეთის გვერდით შესაბამისად დროშებიც დაიხევა, შეურაცხყოფასაც მიაყენებენ, არ დაეხმარებიან, გვერდში არ დაუდგებიან და ასე შემდეგ, ამიტომ ამაში გასაკვირი აბსოლუტურად არ არის არაფერი, არც არავის დაიბარებენ, არც არავის გამოკითხავენ და საერთოდ მსგავსი რაღაცეები არის წახალისებული ქართული ოცნების მხრიდან" - ელენე ხოშტარია.
ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია.