დმანისის მერიაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა დაიწყო

17.05.21 19:50
დმანისის მერიაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა დაიწყო

დმანისის მერიაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას "ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი ესწრება. 

სოზარ სუბარმა დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა.

ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა. ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება - ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ყველა არის ერთ აზრზე. აქვე სიმბოლურად, შერიგების ნიშნად ხელი რომ ჩამოართვათ ერთმანეთს და შემდეგ გარეთ ხალხსაც იგივე რომ მოვუწოდოთ. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება ვითარების ესკალაცია აწყობდეს, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას. ერთი ოჯახი ვართ და ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის, ერთად უნდა ვიცხოვროთ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - მიმართა კონფლიქტის ორივე მხარეს  სოზარ სუბარმა.