მიხეილ არახამიამ საქართველო დატოვა
მიხეილ არახამიამ საქართველო დატოვა - საქართველოს მოქალაქე, რომლის სახელზეც, თბილისში, აღმაშენებლის 75 -ში საეჭვო ოფისი იყო რეგისტრირებული, ქვეყნიდან რამდენიმე კვირის წინ წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" არახამიას მეუღლე უდასტურებს.
ანუ გამოდის, რომ სავარაუდოდ ქოლცენტრის დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში, არახამია საქართველოდან გაემგზავრა.
მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე მისი ქმრის ე.წ. ქოლ-ცენტრების თემასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
"მიხეილი საქართველოში არ იმყოფება. დიდი ხანია, თვეზე მეტია, რაც ქვეყანაში არ არის. არაფერს საქმიანობდა, დროებით უმუშევარი იყო. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, (რომ აღმაშენებლის 75 ნომერში იქირავა ფართი)... არანაირი ქოლ-ცენტრი არ ყოფილა მანდ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მაქვს შეხება ამ ინფორმაციასთან, ჩვენი ოჯახიდან არავინ არ იღებს მონაწილეობას და არც არავის არ აქვს გახსნილი მსგავსი ობიექტი"- აცხადებს ქეთევან თედორაძე.