ლეგიტიმაციის არმქონე "ოცნება" ცესკოს მიტაცებას ცდილობს - ლევან ხაბეიშვილი
"ქართული ოცნების" მთავარი საკითხი, ახლა ცესკოს "მოტაცება" და ზეწოლაა - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას "არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ექმნება":
"იციან, რომ არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ექმნებათ მათ, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, არანაირი ამომრჩეველი აღარ არსებობს, რომელიც რუსულ ოცნებას უჭერს მხარს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოიპარონ, მოიტაცონ პირდაპირი მნიშვნელობით ცესკოც და შესაბამისად უკვე ადგილებზეც და ცესკოს წევრებზეც ზეწოლის მექანიზმები დაიტოვონ" - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ პარტიას ცესკოს დაკომპლექტება ერთპიროვნულად და პარტიული კონსესუსის გარეშე უნდა.
მესამე სექტორშიც თანხმდებიან, რომ თუ მდინარაძის მომზადებული დოკუმენტი ძალაში შევა, დასუსტდება პრეზიდენტის როლიც.