"ოცნება" აქამდეც აკონტროლებდა ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ" - ბოკერია

08.05.23 17:51
"ოცნება" აქამდეც აკონტროლებდა ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ" - ბოკერია

"ოცნების" ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებასმმართველი პარტიის "თამაშის წესებსა" და დამოკიდებულებას კანონების მიმართ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს. 

მისი თქმით, ხელისუფლება "აქამდეც აკონტროლებდა ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ": 

"ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას ქართული ოცნების, ივანიშვილის გუნდის დამოკიდებულებას თამაშის წესების, კანონის მიმართ.  კანონს სულისკვეთებას  პირდაპირ არღვევენ, ფეხებზე იკიდებენ. ახლა უნდათ და იმარტივებენ საქმეს, აქამდეც აკონტროლებდნენ თავმჯდომარეს. ამაზე პასუხის საზოგადოების უნდა იყოს, იმ ატმოსფეროს შექმნა არჩევნებზე, როგორიც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით" - ამბობს გიგა ბოკერია.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. აქამდე ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.