"სასტიკად მოგეკითხებათ"- მოზარდი, რომელიც პოლიციამ გაჩხრიკა, ლევან ფერაძის შვილიშვილია
ოთო ხარაშვილი, რომელიც ბანაკის შესახებ სამთავრობო მედიის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ პოლიციამ გაჩხრიკა, ექიმ ლევან ფერაძის შვილიშვილია.
მედიკოსი ამბობს, რომ უკანონო ჩხრეკის გამო ოჯახი სარჩელს უკვე ამზადებს.
ოთო ხარაშვილი ჩემი შვილიშვილია. მაგ უკანონო ჩხრეკისთვის პირობას ვაძლევ ლილუაშვილიდან დაწყებული ბოლო ოპერამდე, აუცილებლად მოგეთხოვებათ პსუხი და თნაც ძალიან ჩქარა. უკვე ვამზადებ სარჩელს სტრასბურგისთვის. უკვე არასრულწლოვნებზეც გადახვედით? სასტიკად მოგეკითხებათ. დღეს საღამოსვე მეცოდინება ყველას გვარები. მიფრთხილდით!- წერს ფერაძე.
ოთო ხარაშვილი იხსენებს, რომ ბანაკიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მას უცხო მანქანა გაჰყვა, საბოლოოდ გააჩერა და გაჩხრიკა.
ახალგაზრდების გაჩხრეკვის შესახებ ინფორმაცია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე დღეს გააჟღერა.
სამთავრობო პროპაგანდისტული არხები ამტკიცებენ, რომ ბანაკში მოზარდებს გადატრიალებისთვის ამზადებდნენ.