"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე შესვლამდე პოლიტსაბჭოს წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს.
სხდომაზე სავარაუდოდ, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობენ. განხილვის თემა იქნება ასევე დმანისში განვითარებული მოვლენები და მომავალი თვითმმართველობის არჩევნები.