ახალი პოლიტიკური სკანდალი - "ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტისთვის უფლებების შეზღუდვა ოფიციალურად დაიწყო

08.05.23 20:20
ახალი პოლიტიკური სკანდალი - "ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტისთვის  უფლებების შეზღუდვა ოფიციალურად დაიწყო

"ქართული ოცნება" საარჩევნო ადმინისტრაციის მისატაცებლად ემზადება - ისედაც უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტს ცესკოს ხელმძღვანელის შერჩევის  პრეროგატივასაც ართმევენ.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი თანხმდება, რომ მმართველი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის ადმინისტრაციაზე სრული კონტროლის დამყარებას გეგმავს. მამუკა მდინარაძის კანონპროექტის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას და წევრებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს, მათ დამტკიცებას კი უბრალო უმრავლესობა - 76 ხმა დაჭირდება.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" ფავორიტი კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე არ წარადგინა, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, სრულად ჩამოართვას ეს უფლება სალომე ზურაბიშვილს.  არასამთავრობო სექტორი გაოგნებულია. მმართველ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება ერთპიროვნულად და პარტიული კონსენსუსის გარეშე უნდა. იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება "ოცნებამ" სისრულეში მოიყვანა, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ახალი პოლიტიკური სკანდალი - ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში