ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნამდე თბილისში უკრაინული დროა ჩამოგლიჯეს - ვინ არის ვანდალიზმში მხილებული?
კაცი, რომელმაც უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხია სავარაუდოდ ფულად ჯარიმას გადაიხდის. შს სამინისტრომ მომხდარზე საქმე აღძრა თუმცა ჯერ უცნობია, დაკითხეს თუ არა ვასილ გოგალაძე. წყარო "პირველებს" უყვება, რომ გოგალაძე, რომელმაც საქართველო-უკრაინას შორის ახალ დიპლომატიური სკანდალს ჩაუყარა საფუძველი სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და "ალტ-ინფოს" მხარდამჭერია.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მომხდარის შესახებ უკვე აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ანდრეი კასიანოვმა გომელაურის უწყებას შესაბამისი რეაგირება და დამნაშავის დასჯა მოსთხოვა. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის დროშის ჩამოხევა ოპოზიციამ უკვე შეაფასა როგორც პროვოკაცია, ქართველებსა და უკრაინელებს შორის არსებული ურთიერთობის წინააღმდეგ.
უკრაინის დროშა ჩამოხიეს - ვრცლად ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში