შსს ჯარიმებს ხალხთან ვერ აგზავნის

08.05.23 20:38
შსს ჯარიმებს ხალხთან ვერ აგზავნის

რატომ არ მიდის საპატრულო ჯარიმები მოქალაქეების მისამართებზე. ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ არც კი იცის, რომ ჯარიმა ერიცხებათ. შესაბამისად დროულად არ იხდიან, ჯარიმის მოცულობა კი ორმაგდება და სამმაგდება. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ მინიმალურ დარღვევაზე გადასახდელი  თანხა ასეულობით ლარს შეადგენს. ამიტომ  დაჯარიმებულები იძულებული ხდებიან საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ.

როგორც ირკვევა, საპატრულო პოლიცია კომპანიასთან, რომელიც ვალდებული იყო ჯარიმების შესახებ შეტყობინებები კონკრეტულ მისამართებზე მიეტანა, კონტრაქტი გაწყვიტა. ახლა პოლიცია ახალ კონტრაქტორს ეძებს, ვისაც ნახევარ მილიონს გადაუხდის ამ მომსახურებისთვის. არ არის გამორიცხული, ეს ახალი კორუფციული გარიგების სქემა გახდეს. მძღოლებს კი მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ, ხშირად ამოწმონ შსს ვებ გვერდზე ჯარიმები, რომ ერთ დღეს მათი  ქონება ყადაღის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

ყველა დეტალი ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში