მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა - "ოცნება" ძალაუფლების გადანაწილებაზე უარს ამბობს
შარლ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა - ქართული ოცნება არც ძალაუფლების დათმობას და არც გადანაწილებას გეგმავს. პარლამენტში კომიტეტების ხელმძღვანელების პოსტების ოპოზიციისთვის გადაცემაზე უმრავლესობა უარს ამბობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საკანონმდებლო ინიციატივას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო. ამ თემაზე პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს - ეს იყო უმრავლესობის არგუმენტი.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად ძალაუფლების გადანაწილება ხუთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატების არჩევას გულისხმობდა. ქართული ოცნება დიდი ხანია ამ დოკუმენტს აღარ აღიარებს შესაბამისად არც ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას კი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოყვა.
ყველა დეტალი ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში