პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ კონცერტი "ევროპისთვის" გაიმართება
საქართველოში ევროპის დღეების აღნიშვნა გრძელდება. ზუსტად 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, პრეზიდენტის ინიციატივით კიდევ ერთი ღონისძება გაიმართება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის, თუმცა წელს ღონისძიებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ექნება. ახლა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება, ამიტომ ორბელიანების სასახლესთან დღეს ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.