სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილებას ართმევენ - პრეზიდენტი დუმს
რატომ დუმს პრეზიდენტი? - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას პროცესს იწყებს, თუმცა რას ფიქრობს პრეზიდენტი ცესკოს კანდიდატის შერჩევის და წარდგენის უფლების წართმევაზე, ამ დრომდე უცნობია.
დუმს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საპარლამენტო მდივანი.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის "ქართულმა ოცნებამ" ცესკოს მიტაცების პროცესი უკვე ოფიციალურად დაიწყო.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. აქამდე ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.