არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას - ირაკლი ღარიბაშვილი
არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას მოსახლეობის უმრავლესობაზე - ასე პასუხობს საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი "ტვ პირველის" შეკითხვას, არის თუ არა ის მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი.
არასდროს მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერმინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი. თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ ფაქტები მოუყვეთ საზოგადოებას, მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას, და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა ისიც, რომ "ზოგიერთ ქვეყნებში სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით პროპაგანდა მიმდინარეობს", თუმცა, არაერთი კითხვის მიუხედავად, ღარიბაშვილმა არ თქვა, რომელ სახელმწიფოს გულისხმობდა
გისვამთ კითხვას, თქვენთვის მისაღებია, ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი, ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე, ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ"- თქვა მან.