10 მილიონი პრემიებისთის - ვის და რატომ მისცა გომელაურმა ფული?

09.05.23 12:22
10 მილიონი პრემიებისთის - ვის და რატომ მისცა გომელაურმა ფული?

10 მილიონის პრემია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის 700 ათასი მხოლოდ მაღალჩინოსნებისთვის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაუსაბუთებლად გაცემული მილიონი ვახტანგ გომელაურის უწყებამ აღმოაჩინა.

 რისთვის დაარიგა მილიონობით ლარის ჯილდო, პრემია და დანამატი, ვახტანგ გომელაური ვერ ასაბუთებს, ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. 

ერთ-ერთი ვერსით მინისტრმა თანხით ის პოლციციელები დააჯილდოვა, ვინც აქციები დაარბია და სამოქალაქო აქტივისტები  დააკავა.

"ჩვენი კვლევის თანახმად, მაგალითად 2019-2021 წლებში 290 მილიონი ლარი დაიხარჯა მხოლოდ პრემია-დანამატებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ანაზღაურებაში და ხშირ შემთხვევაში ყოფილა მოცემულობა, რომ პრემიების გაცემა ემთხვეოდა, მაგალითად აქციების ჩახშობის და შესაბამისი ზომების მიღების პერიოდს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალიან აქტიურობდნენ. პრემია-დანამატის გაცემის პროცედურა არის საკმაოდ ბუნდოვანი და ახლა მას დაარქვეს ჯილდო ან სახელფასო დანამატი და თითქოს ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და უმართავი უწყება, რომელიც არასდროს არ გვაწვდის ინფორმაციას არცერთ საკითხზე" - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე.