"ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს" - "ოცნებამ" "ევროპელი სოციალისტები" შესაძლოა, თავად დატოვოს
"ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ევროპის სოციალისტური პარტი ტავად დატოვოს - მსგავსი მინიშნება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს"- უთხრა მედიას პრემნიერმა.
"ამის თაობაზე გვექნება მსჯელობა, პოლიტსაბჭოს ფორმატში და პარტიაში დავიწყეთ კონსულტაციები და დიალოგი. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) საგანგებო განცხადებით დაგმო. პარტიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ.