მადლობა ღმერთს, მძიმედ არავინ დაშავებულა - გომელაური

17.05.21 21:54
მადლობა ღმერთს, მძიმედ არავინ დაშავებულა - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა არც პოლიციის, არც მოქალაქეების მხრიდან. გომელაურის თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

არ არიან დაშავებული, მძიმე არცერთი არ არის მადლობა ღმერთს, იყო პატარ-პატარა დაზიანებები, გამოკითხვაზე არიან. წყლის ჭავლის მანქანა მაინც გამოვიყვანეთ, სანამ შერიგება მოხდებოდა. დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის. გამოკითხვაზე იმყოფებიან, როცა გამოკითხავენ გამოუშვებენ. გამოძიება მიდის. მომავალში რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მერე გაირკვევა.სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსულები ადამიანები, მაგალითად თბილისიდან, რუსთავიდან და ვითარება დაიძაბა", - განაცხადა გომელაურმა. 

შეგახსენებთ, რომ  დმანისში, მერიის  შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შერიგდნენ.