"ოცნება" არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება - სამადაშვილი
ტოტალიტალური რეჟიმის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯს უწოდებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი "ოცნების" მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ცესკოს კანდიდატის შერჩევის და წარდგენის უფლების წართმევაზე.
სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის არჩევნების ტოტალური გაყალბებისთის ემზადება.
"სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტის წინ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა რომ დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და ფაქტიურად მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. "ოცნებას" ახლა აქვს განცდა, რომ მხოლოდ არჩევნების სრული გაყალბებით შეუძლიათ შეინარჩუნონ ხელისუფლება.
ეს არის ტოტალიტალური რეჟიმის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშეშლისთვის გადადგმული ნაბიჯი". - ამბობს სალომე სამადაშვილი
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. აქამდე ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.