ქოლ-ცენტრის საქმეზე ახალი გარემოებები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ამ საქმის გაყალბებაშია ჩართული - ვაშაძე

09.05.23 12:08
ქოლ-ცენტრის საქმეზე ახალი გარემოებები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ამ საქმის გაყალბებაშია ჩართული - ვაშაძე

ქოლ-ცენტრის საქმეზე დამატებითი გარემოებები ვლინდება - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, "ოცნება" მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებს.

"ქოლ-ცენტრის საქმეზე დამატებითი გარემოებები ვლინდება, რომელიც ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ამ საქმის გაყალბებაში და ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაშია ჩართული.

პირველი, "ტვ პირველის" გადაცემაში პირდაპირ მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე აღარ იმყოფება საქართველოში. მეორე, რომ ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან დატოვა საქართველო, რაც თავისთავად ქმნის ეჭვს, რომ ამ ადამიანს ან დაარეგისტრირეს ან ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე გაიყვანეს ქვეყნიდან და ამის შემდეგ ხდება ამ ბრალდებების "შეთითხვნა" ჩემს წინააღმდეგ.

მეორე, იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებული აქვს მისი კომპანია მისამართზე, რომელიც მას აღარ ეკუთვნის და სარეგისტრაციო დოკუმენტებში საერთოდ არ იძებნება, ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში არ არის მესაკუთრის თანხმობა და უფრო მეტიც, სარეგისტრაციოს დოკუმენტებში მითითებული არის მესამე, ტელეფონის ნომერი, რომელიც მას არ ეკუთვნის და ამ ტელეფონის ნომერზე სრულიად სხვა ადამიანი პასუხებს".- ამბობს ვაშაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მიმართავს შსს-ს გაასაჯაროოს, კონკრეტულად როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო და ასევე იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს გაასაჯაროოს მტკიცებულება, თუ რატომ მოხდაკომპანიის რეგისტრაცია ყალბ მისამართზე.

შესაბამისად, მივმართავ შსს-ს მინისტრს, გაასაჯაროოს კონკრეტულად როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველოს ფარგლები და მივმართავ იუსტიციის  სამინისტროს, გაასაჯაროოს მტკიცებულება, თუ რატომ მოხდა ამ კომპანიის რეგისტრაცია ფაქტობრივად ყალბ მისამართზე და რატომ მოხვდა სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი ტელეფონის ნომერი.

სწორედ ეს მიუთითებს ორკესტრირებულ შეთითხნილ იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის უკანაც, ფაქტია ჩანს, რომ დგას მთელი სახელმწიფო სისტემა და აპარატი, რომელიც ამ ინფორმაციის შსს-ს, სამართალდამცავ ორგანოების გამჟღავნებამდე აწვდის ინფორმაციას საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს, რომელიც დღემდე აბსოლუტურად მავნებლურად, მონაცემების გაყალბებით კვლავ ცდილობს ამ საქმესთან ჩემი და ჩემი ძმის სახელის დაკავშირებას. - აცხადებს ვაშაძე.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებს და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

მეგობრებო ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე, მე ამ საქმეს არ მოვეშვები და გამეცით პასუხი კონკრეტულ კითხვებზე, როდის დატოვა ამ ადამიანმა საზღვრები, რატომ არის მის სარეგისტრაციო დოკუმენტში ყალბი ტელეფონის ნომერი მითითებული და რატომ მოხდა ასეთი ყალბი მონაცემების საფუძველზე რეგისტრაცია კომპანიის, რომელიც 13 აპრილს დარეგისტრირდა და თქვენ თვითონ უკვე დააქირავებინეთ ფართი და ამ ფართში სულ რაღაც 3 კვირაში ახორციელებთ სპეცოპერაციას. ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი ბრალდება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამ ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო სისტემა, რომელიც ხელს ითბობს" - ამბობს გიორგი ვაშაძე.