პრემიერი ამტკიცებს, რომ "ტვ პირველს" კეზერაშვილი აფინანსებს, თუმცა მტკიცებულებები არ აქვს (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ - ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს "ოლიგარქი" უწოდა, დამოუკიდებელი არხები კი მისგან დაფინანსების მიღებაში ღიად დაადანაშაულა.
მთავრობის მეთაური ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ თავადაცვის ყოფილი მინისტრი "ყველა ოპოზიციურ არხს აფინანსებს".
"პირველების" რეპორტიორის კითხვაზე, შეუძლია თუ არა იმის დამტკიცება, რომ "ტვ პირველი" კეზერაშვილისგან ფინანსდება, თქვა, რომ "ის პრემიერ-მინისტრია და ჩვენზე მეტი იცის":
ვხედავთ უსუსურ მცდელობას, ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომ ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც გამოძიებულია და კეზერაშვილის მიერ ე.წ. ქოლცენტრების სქემის აწყობას ეხება, გადაფარონ. დადასტურებულია, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითების ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები. 1 მილიარდი ევრო არის მოპარული. ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. საერთოდ რაზეა საუბარი? კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე გამოვიდა და დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ფინანსურ პოლიციას, სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიებსაც, ყველას, ნაძარცვი ფულით აფინანსებს მთელ ამ მოძრაობას”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.