ვიღაც არარაობაა - ღარიბაშვილი დავით არახამიაზე
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას "ვიღაც არარაობას" უწოდებს.
"თქვენ გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო. მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა უკრაინელი მაღალჩინოსანი "რადიკალურ ოპოზიციასთან" კოორდინაციაში დაადანაშაულა.
ეს ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური პოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც. ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.
ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას, ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს"- დასძინა ღარიბაშვილმა.