სუს-ის და შსს-ს შეფები გერმანიაში დაიბარეს და ქოლ-ცენტრების საქმეზე ჩვენებები მიაცემინეს - ვაშაძე

09.05.23 12:57
სუს-ის და შსს-ს შეფები გერმანიაში დაიბარეს და ქოლ-ცენტრების საქმეზე ჩვენებები მიაცემინეს - ვაშაძე

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი გერმანიაში იყვნენ დაბარებულები და მაღალჩინოსნებს ჩვენებები მიაცემინეს თაღლითურ საქმესთან დაკავშირებით.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ სწორედ "ოცნების" არის ქოლ-ცენტრების ბიზნესი და ვერავის სხვას ვერ ჩაუდებენ მას.

ძალიან სწორი კითხვა დაუსვა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ამ თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილეს, პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილს. რატომ არ არის აღძრული საქმე კეზერაშვილთან მიმართებაში? თუ მტკიცებულებები აქვთ, რატომ არ არის აღძრული? რატომ არ არის აღძრული საქმე ჩემთან ან ჩემი ოჯახის წევრებთან მიმართებაში? იმიტომ, რომ არავითარი მტკიცებულებები არ აქვთ. ეს ადამიანები არიან თაღლითები, რომლებიც ხელს ითბობდნენ ევროპელი პენსიონერების ძარცვით. ევროპელი პენსიონერები ხომ გაძარცვეს და მერე ქართველ პენსიონერებს მიადგნენ. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს მალე მიუკაკუნებენ კარზე და მათ მოუწევთ პასუხისგება ევროპელ პარტნიორებთან.

უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სუს-ის და შსს-ს ხელმძღვანელი გერმანიაში დაბარებულიც კი იყვნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩასულები იყვნენ და ჩვენებების მიცემაც მოუწიათ მათი თაოსნობით აგებულ თაღლითურ სქემაზე.

ამიტომ ვერავის ქოლ-ცენტრს ვერ ჩაუდებენ. ქოლ-ცენტრები არის მათი". - ამბობს ვაშაძე.