"ოპოზიციას" საგამოძიებო კომისიის შექმნით საკუთარი დანაშაულის გადაფარვა უნდა - ვოლსკი ქოლცენტრებზე

09.05.23 13:17
"ოპოზიციას" საგამოძიებო კომისიის შექმნით საკუთარი დანაშაულის გადაფარვა უნდა - ვოლსკი ქოლცენტრებზე

რატომ არ წარუდგინეს ბრალი დავით კეზერაშვილს ქოლცენტრებზე საქმეზე - "ოცნება" კითხვას ვერ პასუხობს. პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მასშტაბური გამოძიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ქოლცენტრებზე საქმეშ ოპოზიციის ხელს ხედავს და ამტკიცებს, რომ ოპონენტებს საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორედ დანაშაულის დამალვის მიზნით სურთ.

ძალიან ბევრი ოპოზიციონერი, ოპოზიციის წარმომადგენელი სუბიექტის გვარის გაჟღერდა საკმაო სიახლოვეს იმ სკანდალური თემისა, რასაც ქოლცენტრი. რასაკვირველია, კომისიის შექმნას სწორედ იმიტომ ითხოვენ, რომ ან დანაშაულის რაიმე ნიშანი დამალონ, ან საერთოდ გაემიჯნონ იმ დანაშაულს, რომელიც შესაძლოა, მათ გვარებამე მივიდეს. 
არ მაქვს ინფორმაცია, გამოძიება რა ეტაპზეა, იმიტომ, რომ საკმაოდ მასშტაბური გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ფიგურაა ამაში ჩართული, სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო დონეზე. ამასთან დაკავშირებით რაც გააკეთა განცხადება პრკურატურამ ამ ეტაპზე უნა ვიკმაროთ, - ამბობს ვოლსკი.