ქოლცენტრებს ვერავის "ჩაუდებენ", ისინი მათია - ვაშაძე "ოცნებაზე"

09.05.23 13:26
ქოლცენტრებს ვერავის "ჩაუდებენ", ისინი მათია - ვაშაძე "ოცნებაზე"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ქოლცენტრების საქმეში ხელისუფლების ხელს ხედავს. გიორგი ვაშაძეს აინტერესებს, რატომ არ აღიძრა საქმეები დავით კეზერაშვილის და მის წინააღმეგ, თუ "ოცნებას" მტკიცებულებები გააჩნია.

ოპოზიციონერ ლიდერი ამბობს, რომ "ქოლცენტრებს ვერავის "ჩაუდებენ", რადგან ისინი ხელისუფლებისაა. 

რატომ არ არის საქმე აღძრული კეზერაშვილთან მიმართებით? ხომ აქვთ მტკიცებულებები, რატომ არ არის აღძრული? რატომ არ არის საქმე აღძღული ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში? იმიტომ, რომ არაფერი მტკიცებულება არ აქვთ.ეს ადამიანები არიან თაღლითები. ევროპელი სამართალაცველები, დარმწუნებული ვარ, ამ ადამიანებს მალე მიუკაკუნებენ კარზე და მათ მოუწევთ პასუხისგება ევროპელ პარტნიორებთან. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სუსის ხელმძღვანელიც და შსს-ს ხელმძღვანელიც გერმანიაში დაბარებულიც კი იყო ამ საქმეებთან დაკავშირეით, ჩასულებიც იყვნენ და ჩვენებების მიცემა მოუწიათ. მოუწიათ იმ თაღლითურ სქემებზე, რომელიც მათი თაოსნობით აგებული არის საქართელოში ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ამიტომ ვერავის ქოლცენტრს ვერ „ჩაუდებენ“, ქოლცენტრები არის მათი, - ამბობს ვაშაძე.